მეორე სალამი

Posted by Fabulous Killjoy in 17. May, 2012, under Uncategorized

15 ნოემბერი, 1995 წელი… გამარჯობათ, მე მოვედი. ეს ჩემი პირველი სალამი იყო 17 მაისი, 2012 წელი… გამარჯობათ, მე დაბრუნდი. უფრო სწორად დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს- სკოლიდან საქმეებზე გავიქეცი (გავიქეცი რა, სულიერად  გავიქეცი, თორემ ჯერ ისევ ვერ დავრბივარ), მოვიარეთ მთელი ქალაქი და დაღლილ-დაქანცულები მოვედით სახლში ავტობუსში პირველად მქონდა ურთიერთობა უნარშეზღუდულ ადამიანთან. მე და ჩემი მეგობრები ვიდექით [...]

მინუს ერთი ნაბიჯი

Posted by Fabulous Killjoy in 12. May, 2012, under Uncategorized

გაგონილა ყველა კონკურსში ერთი ნაბიჯი რომ გაკლდებოდეს გამარჯვებამდე???  გადავხედოთ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე კონკურსის შედეგს: “სამყარო და თანამშრომლობა 2008-წყალი ყველასათვის” — მეორე ადგილი; “ყველაზე ჭკვიანი” — მეორე ადგილი; “ერუდიტი 2010″ — მეორე ადგილი; “ფიზიკა ჩვენს ირგვლივ” — მესამე ადგილი. დღეს კი ჩემ ხუთ კლასელთან ერთად (ჯგუფი შევქმენით) მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში “ინტელექტის დღე”. “რა?სად?როდის?” მსგავსი თამაში [...]

უაზრო დიალოგები

Posted by Fabulous Killjoy in 06. May, 2012, under Uncategorized

*** -რას შვრები? როგორ ხარ? – რავი ვარ რაა, შენ? – მეც ეგრე რა… (დუმილი ორივე მხრიდან) *** -საბურთალოზე ნიკას იცნობ? -შავი ჯინსებით რომ იჩითება? (საინტერესოა პირველი ეღადავება მეორეს, თუ მეორე-პირველს) *** -რა მოგივიდა? -ფეხი მოვიტეხე -გეტკინა?  -არა რას ამბობ, მესიამოვნა *** -რატომ ხარ მოწყენილი? -ტელეფონი/ფული/რაიმე ნივთი  დავკარგე -ვაიმე საააად? (რომ ვიცოდე არ მოვძებნიდი???) *** [...]

დამალული აზრები

Posted by Fabulous Killjoy in 05. May, 2012, under Uncategorized

ხანდახან ურთიერთობა გვიწევს ადამიანებთან, რომლებიც მაინცდამაინც გულზე არ გვეხატება;  ხანდახან მნიშვნელოვან ადამიანს სათქმეს შეფარვით ვეუბნებით, იმიტომ რომ გული არ ვატკინოთ; ხანდახან კი ვამბობთ ერთს, ვგულისხმობთ მეორეს და ვაკეთებთ მესამეს. აი დავწერე ფრაზები და მათში დამალული აზრები (რომლებსაც ადამიანები თავიანთი აზრით კარგად მალავენ)… მე ძმურად გიყურებ — კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ძმასავით გიყურებ (შესაძლოა მხოლოდ ჯერჯერობით) [...]

ქართული იუმორის მარგალიტები

Posted by Fabulous Killjoy in 05. May, 2012, under Uncategorized

1. შემოვდგი ფეხი, დაგეცა მეხი — მეკვლის პაროდია. მთქმელი შესაძლოა საერთოდაც არ გისურვებდეს მეხის დაცემას და სხვაგვარ უბედურებას. 2. ნუ ღადაობ, თორემ იღრუბლება — არის ორი ვარიანტი: ან მართლა უნიჭოდ ხუმრობ ან მსმენელი გააღიზიანე (შეიძლება სრულიად შემთხვევით, გაუაზრებლად შეურაცხყოფა მიაყენე). ნუ ორივე შემთხვევაში სჯობს მოკეტო. 3. ოპერასთან სიმღერით არ ჩაიარო, თორემ შეგათრევენ — როცა ამას [...]

შენც ხომ…

Posted by Fabulous Killjoy in 05. May, 2012, under Uncategorized

1. ბავშვობაში შენც ხომ გეგონა, რომ საწოლის ქვეშ “ამუნიები” იყვნენ და მათგან თავის დასაცავად საბანში მაგრად ეხვეოდი. 2. ვიღაცის ძახილი — ბოთლეებს ვიბარეეებ, ბოოოთლეებს! — შენც ხომ გესმოდა, როგორც — ბავშვეებს ვიბარებ, ბაავშვებს? 3. თუკი შემთხვევით ვინმე დაგაბიჯებდა შენც ხომ აიძულებდი მეორედ დაებიჯებინათ (წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიზრდებოდი ) 4. შენც ხომ დაჯღანვიხარ ხალხს ავტობუსიდან (თუნდაც [...]

თუ… (ჭეშმარიტებანი)

Posted by Fabulous Killjoy in 02. May, 2012, under Uncategorized

ნუ მოკლედ მუზა (თუ იუმორი) რომ მოგეძალება კაცს, არ გიშველის მერე არაფერი იუმორი ჩემი სულია, ჩემი სტილია და მე ჩემ თავს ვხედავ ამაში მოკლედ, რომ არა ეს პირადი გამოცდილებები, სიახლეები არ მექნებოდა ალბათ  თუ ავტობუსში ყველა ერთდროულად ცდილობს ბილეთის აღებას, ე.ი. ჰორიზონტზე კონტროლიორი გამოჩნდა.  თუ შენ სახლთან გაჩერებაზე (ან ახლო-მახლო) არ არის გადასასვლელი ხიდი, უნდა [...]

კვირის დღეები

Posted by Fabulous Killjoy in 01. May, 2012, under Uncategorized

იმედი მაქვს ცოტათი მაინც შევძლებ თქვენს გაღიმებას თუ ყველა ამბობს, რომ ამაღამ ნიჭიერს უნდა ჩაუჯდეს, ე.ი. დღეს ორშაბათია და მაინც, თუ წუხელ ნიჭიერისთვის არ გიყურებია, მაგრამ ყველაფერი დეტალებში იცი (იმიტომ, რომ ირგვლივ ყველა ამაზე ლაპარაკობს), ე.ი. დღეს სამშაბათია თუ დღეს მესამე დღეა, რაც მაღვიძარა გაღვიძებს და სკოლაში/უნივერსიტეტში/სამსახურში წასვლა გეზარება, ე.ი. დღეს ოთხშაბათია თუ ერთი სული [...]

“ქერის დღიურები”

Posted by Fabulous Killjoy in 26. Apr, 2012, under Uncategorized

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ქენდის ბუშნელის “ქერის დღიურები”. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ უზომოდ მომეწონა. იმდენად რეალური, საინტერესო და ‘ჩამთრევია’, რომ ჩემი რამდენიმე მეგობარიც დაინტერესდა. ყველას შეფასება რა თქმა უნდა დადებითი იყო.  “ქერის დღიურებში” მოცემული იყო რამდენიმე “წესი”, რომელსაც ახლა წაიკითხავ 1. როდესაც სიმპატიური ბიჭი გელაპარაკება, შენს მეგობარს სწორედ ამ დროს კრიზისი აქვს. 2. დამცირებული [...]

ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის :|

Posted by Fabulous Killjoy in 26. Apr, 2012, under Uncategorized

გუშინ სკოლაში ხელბურთს ვთამაშობდით. ბურთის დასაჭერად ავხტი და უცებ წავიქეცი. თითქოს არაფერი, ფეხს დავხედე და რას ვხედავ-ჩემი მუხლი არ გასულა გვერდზე? ;დ ლამის გულმა დამარტყა, როგორია უყურო შენს გვერდზე მოქცეულ მუხლს?! თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, იმდენად შემეშინდა გვერდზე მოქცეული მუხლის,რომ აზრზე ვერ მოვედი. მერე “აღმოვაჩინე”, რომ მუხლი ამომივარდა (თუ რაც დავარქვა), ხოდა ვერაფერი [...]